Wednesday, June 16, 2010

ეკლესია–მონასტრები

კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა,რომელიც ერთ–ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა,სადაც ქართველი ხალხი მაცხოვრის მოძღვრებას ეზიარა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე–კავკასიონის მთებში,სავიძღვის სანაპირო ზოლში ,მდინარეების წარმტაცტყიან ხეობებში ამაყად დგანან უძველესი ძეგლები–ქართული ერის ისტორიის ქვის მატიანენი.

IV საუკუნის დამდეგს,მოციქულთა სწორის წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს სახელმწიფო რელიგიად.საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

საქარტველოს ტერიტორიაზე ეკლესია–მონასტრების მსენებლობა ჯერ კიდევ ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანული სარწმუნოების ოფიციალურად მიღების შემდეგ დაიწყო.

უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლებს შორისაა ისეტი მნიშვნელობის ეკლესია– მონასტრები, როგორიცაა სვეტიცხოველი,ალავერდი და გელათი,რომელთა წარსულს დიდი მნიშვნელობა აქვს საქარტველოს ისტორიაში.

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი და სათაყვანებელი ეკლესიაა საქართველოსი. იგი საქართველოს საეკლესიო ცენტრს წარმოადგენს.

უფლის კვართის საფლავზე ამოსული ხე მოუჭრიათ და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიატ,ექვსი სვეტი აუმარტიათ მეშვიდე კი, ყველაზე დიდი გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია,ჰაერში ჩამოკიდებულა, ანათებდა და სურნელს გამოსცემდა, ხოლოძირიგან მირონი გადმოსდიოდა, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო „სუეტი ცხოველ“–სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი,რომლის სახელიცტაძარს ეწოდა. VI საუკუნის მეორე ნახევარსი მცხეთა გამოცხადდა საპატრიარქო რეზიდენციად. ამიტომ ხის ეკლესიის ნაცვლად ააგეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკა. ხუროტმოძღვარმა არსუკისძემ მელქისედეკ კატალიკოსის ბრძანებით ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეტა ჯვარ–გუმბათოვან ტაძრად, სწორედ ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული. სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.

ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ალავერდის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ალაზნის ფართო ველზე,კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე.

ალავერდი თურქულ–არაბული წარმოსობის სიტყვაა და ღვთისგან ნაბოძებს ნიშნავს. ცაში აწვდილი გუმბათი, რომელიც თითქოს გაფრენას აპირებს, ყოველთვის იქცევს მნახველების ყურადღებას, ალავერდის მონასტერი 7–ე საუკუნის შუა ხანებში, დაარსა იოსებ ალავედელმა ‘’ 13 მამათაგანმა“ იმ ადგილას სადაც ძველად, წარმართული ეკლესია არსებობდა . შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი. ჯვრის მკლაების გადაკვეტაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ალავერდის ტაძარი ყველაზე პოპულალური წმინდანის, გიორგის სახელს ატარებს და მას 15 სარკმელი აქვს. ალავერდთან და სვეტიცხოვრელტან ერთ–ერთი ხურორთმოძღვრული ანსამბლია, გელათის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი აგებულია ქ, ქუთაისის ჩრდილოეთ აღმოსავლეთის მონასტერში დავით აგმაშენებლის მეთაურობიტ 1106 წელს დაარსა და შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, მის შესასვლელშია დავით აღმაშენებლის საფლავი.

მემატიენის გადმოცემიტ, დავითს გელათში სამოღვაწეოდ, მოუწევია როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ, მოღვაწე სწავლული ხალხი. გელათში კულტურული ძეგლების შემოკრება იგი „ისხუად ათინად“ ე.ი ათინის მსგავს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. გელათის აკადემიას თავიდანვე აქვს დაკისრებული შეასრულოს, ჩვენში და მთელს აღმოსავლეთში იერუსალიმის და ათენის როლი.

საქართველო ქრისტიანული წარსულის ქვეყანაა. იგი მდიდარია ეკლესია–მონასტრებიტ, რომელებიც არაერხელ შეუმუსრავს მტერს, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავ აღმდგარან ძველი დიდებით და დღემდე არსებობენ.

No comments:

Post a Comment