Wednesday, June 16, 2010

ეკლესია–მონასტრები

კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს უძველესი ისტორიის და კულტურის ქვეყანა,რომელიც ერთ–ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა,სადაც ქართველი ხალხი მაცხოვრის მოძღვრებას ეზიარა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე–კავკასიონის მთებში,სავიძღვის სანაპირო ზოლში ,მდინარეების წარმტაცტყიან ხეობებში ამაყად დგანან უძველესი ძეგლები–ქართული ერის ისტორიის ქვის მატიანენი.

IV საუკუნის დამდეგს,მოციქულთა სწორის წმინდა ნინო კაპადოკიელის ძალისხმევით ქრისტიანობა გამოცხადდა იბერიის სამეფოს სახელმწიფო რელიგიად.საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.

საქარტველოს ტერიტორიაზე ეკლესია–მონასტრების მსენებლობა ჯერ კიდევ ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანული სარწმუნოების ოფიციალურად მიღების შემდეგ დაიწყო.

უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლებს შორისაა ისეტი მნიშვნელობის ეკლესია– მონასტრები, როგორიცაა სვეტიცხოველი,ალავერდი და გელათი,რომელთა წარსულს დიდი მნიშვნელობა აქვს საქარტველოს ისტორიაში.

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი და სათაყვანებელი ეკლესიაა საქართველოსი. იგი საქართველოს საეკლესიო ცენტრს წარმოადგენს.

უფლის კვართის საფლავზე ამოსული ხე მოუჭრიათ და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიატ,ექვსი სვეტი აუმარტიათ მეშვიდე კი, ყველაზე დიდი გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია,ჰაერში ჩამოკიდებულა, ანათებდა და სურნელს გამოსცემდა, ხოლოძირიგან მირონი გადმოსდიოდა, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო „სუეტი ცხოველ“–სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი,რომლის სახელიცტაძარს ეწოდა. VI საუკუნის მეორე ნახევარსი მცხეთა გამოცხადდა საპატრიარქო რეზიდენციად. ამიტომ ხის ეკლესიის ნაცვლად ააგეს დიდი ზომის სამნავიანი ქვის ბაზილიკა. ხუროტმოძღვარმა არსუკისძემ მელქისედეკ კატალიკოსის ბრძანებით ძველი ბაზილიკის ნაგებობა გადააკეტა ჯვარ–გუმბათოვან ტაძრად, სწორედ ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული. სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.

ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია ალავერდის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ალაზნის ფართო ველზე,კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე.

ალავერდი თურქულ–არაბული წარმოსობის სიტყვაა და ღვთისგან ნაბოძებს ნიშნავს. ცაში აწვდილი გუმბათი, რომელიც თითქოს გაფრენას აპირებს, ყოველთვის იქცევს მნახველების ყურადღებას, ალავერდის მონასტერი 7–ე საუკუნის შუა ხანებში, დაარსა იოსებ ალავედელმა ‘’ 13 მამათაგანმა“ იმ ადგილას სადაც ძველად, წარმართული ეკლესია არსებობდა . შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი. ჯვრის მკლაების გადაკვეტაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ალავერდის ტაძარი ყველაზე პოპულალური წმინდანის, გიორგის სახელს ატარებს და მას 15 სარკმელი აქვს. ალავერდთან და სვეტიცხოვრელტან ერთ–ერთი ხურორთმოძღვრული ანსამბლია, გელათის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი აგებულია ქ, ქუთაისის ჩრდილოეთ აღმოსავლეთის მონასტერში დავით აგმაშენებლის მეთაურობიტ 1106 წელს დაარსა და შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში, მის შესასვლელშია დავით აღმაშენებლის საფლავი.

მემატიენის გადმოცემიტ, დავითს გელათში სამოღვაწეოდ, მოუწევია როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ, მოღვაწე სწავლული ხალხი. გელათში კულტურული ძეგლების შემოკრება იგი „ისხუად ათინად“ ე.ი ათინის მსგავს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრად აქცია. გელათის აკადემიას თავიდანვე აქვს დაკისრებული შეასრულოს, ჩვენში და მთელს აღმოსავლეთში იერუსალიმის და ათენის როლი.

საქართველო ქრისტიანული წარსულის ქვეყანაა. იგი მდიდარია ეკლესია–მონასტრებიტ, რომელებიც არაერხელ შეუმუსრავს მტერს, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავ აღმდგარან ძველი დიდებით და დღემდე არსებობენ.

Monday, June 7, 2010

გერგეტის სამება

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.

მოწამეთა

მოწამეთა


დადებული სურათი


ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითეალს თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. მართლაც სტრატეგიული თვალსაზრისით „წყალწითელი“ უაღრესად მოხერხებული ადგილია. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. სწორედ ამიტომაც ეს ციხე საშუალო საუკუნეებში მეტად მნიშვნელოვან სამხედრო – სტრატეგიულ პუნქტად გვევლინება.

მე-18 ს. დიდი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი კი მურვანის ლაშქრობის ამბავს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად გამეფდა ძე-სტეფანოზისა მისი. ამის მეფობის მეოთხე წელსა... მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართული, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“.
ხანძთა, შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი - ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა († 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ († 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941 წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.

მეცნიერებაში ხანძთის ზუსტი ლოკალიზაციის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. აკადემიკოს ნ. მარის მიხედვით ხანძთა უნდა იყოს მდ. კარჩხალის ნაპირას მაღალ, ძნელადმისადგომ კლდეზე აგებული ნუკასაყდარი (ახლანდელი ართვინის ვილაიეთი, თურქეთი). ლოკალიზაცია ემთხვევა გიორგი მერჩულის "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ტექსტში მოცემულ აღწერილობას. არსებობს მოსაზრება (პ. ინგოროყვა, ნ. და ჟ. მ. ტიერები), რომ ხანძთა არის ართვინის ვილაიეთის სოფ. ფორთაში არსებული გუმბათოვანი ტაძარი.

ალავერდი

დადებული სურათი

„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი“ (იაკობ გოგებაშვილი)



კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული“ ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

„ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი“, - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა.

დადებული სურათი
ალავერდის ტაძარი XIX საუკუნის მიწურულს

ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.

VI საუკუნეში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. ერთხელ თურმე წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვდა და ღვთის სიტყვა უქადაგა. ქრისტეს სჯულს ნაზიარები დიდებული დახმარებით მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა.

X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. X-XI საუკუნეებს მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში, ოშკი - ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი - კახეთში.

საქართველოს ეკლესია–მონასტრები

საქართველოს ეკლესია-მონასტრები

  • თბილისის ტაძრები
  • ალავერდის ტაძარი (X-XI სს.)
  • ატენის სიონი (VII ს.)
  • ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (XVI ს.)
  • ბეთანიის მონასტერი (XII-XIII სს.)
  • ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერზე (VI ს.)
  • ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი (V ს.)
  • ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (XXI ს.)
  • გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი (XIV ს.)
  • გურიის უდაბნოს სავანე (VI ს.)
  • დავით გარეჯი (VI ს.)
  • ერთაწმინდა (XIII ს.)
  • ვარძიის სამონასტრო კომპლექსი (X-XII ს.)
  • ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი (V-IX სს.)
  • თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი (XVIII)
  • კახთუბნის მონასტერი (VIII-IX სს.)
  • ლარგვისის სამონასტრო კომპლექსი (XVIII)
  • ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია (XIII ს.)
  • მოწამეთას მონასტერი მცხეთის წმიდა სტეფანე პირველწოდებულის ეკლესია. ანტიოქია (IV-V სს.)
  • მცხეთის ჯვარი (VI ს.)
  • ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი (IV-V სს.)
  • სარყის (სარკის) წმიდა გიორგის ეკლესია საფარის სამონასტრო კომპლექსი (X ს.)
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი (XI ს.)
  • ტაო-კლარჯეთი (IX ს.)
  • ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII სს.)
  • ქოზიფას მამათა მონასტერი (VI-VII სს.)
  • შიომღვიმის მამათა მონასტერი (VI ს.)
  • ჭულევის სამონასტრო კომპლექსი (XI-XIV სს.)
  • ჩხარის წმიდა გიორგის მონასტერი (შუა საუკუნეები) ჯიხეთის დედათა მონასტერი (XIX)
  • ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერი ხირსის მამათა მონასტერი (VI ს)

მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიები

avtokefaluri marTlmadidebeli eklesiebi

1. konstantinepolis (msoflio) sapatriarqo: www.patriarchate.org

2. aleqsandiisa da sruliad afrikis sapatriarqo: www.greekorthodox-alexandria.org

3. antioqiis sapatriarqo: www.antiochpat.org

4. ierusalimis sapatriarqo: www.jerusalem-patriarchate.org

5. ruseTis marTlmadidebeli eklesia: www.mospat.ru

6. sruliad saqarTvelos sapatriarqo: www.patriarchate.ge

7. serbeTis marTlmadidebeli eklesia: www.spc.org.yu

8. bulgareTis marTlmadidebeli eklesia: http://bulch.tripod.com/boc/mainpage.htm

9. saberZneTis marTlmadidebeli eklesia: www.ecclesia.gr

10. kviprosis marTlmadidebeli eklesia: www.logos.cy.net/cyprus/chmain.html

11. rumineTis marTlmadidebeli eklesia: http://www.mmb.ro/

12. CexeTisa da slovakiis marTlmadidebeli eklesia: www.pravoslav.gts.cz

13. amerikis marTlmadidebeli eklesia: www.oca.org

Wednesday, March 24, 2010

saintereso informacia

aq tqven sheityobt bevr saintereso da sachiro informacias.